Jump to content
Planeta.Ge

მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატით მორიგი თავდასხმა განხორციელდა


დღეს ღამით რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით მორიგი თავდასხმა განხორციელდა.

ინფორმაციას მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი ისტრას რაიონში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო, არავინ დაშავდა.

რუსული მედიის ცნობით, დროებით დაიკეტა მოსკოვის აეროპორტების, სადაც ოცზე მეტი რეისი გადაიდო, რვა კი - გაუქმდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...