Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს 2 მოქალაქე თითქმის ორწლიანი ტყვეობის მერე ცხინვალიდან გაათავისუფლეს


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფლები არიან და უკვე გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 25 აგვისტოს გაავრცელა.

როგორც სუსი აცხადებს, კახაბერ ნათაძისა და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ყველა მექანიზმი გამოიყენეს, მოლაპარაკებების შედეგად კი  დღეს გაათავისუფლეს.

საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედროა, რომელიც საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე 2021 წლის დეკემბერში დააკავეს და 5.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ფაქტთან დაკავშირებით მაშინ თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, მამუკა ჩხიკვაძის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა, სადაც მოქალაქეები ქართულ მხარეს რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

კახაბერ ნათაძეც, მამუკა ჩხიკვაძის მსგავსად, 2021 წლის დეკემბერში, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, სოფელ გდულეთთან დააკავეს.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...