Jump to content
Planeta.Ge

კელი დეგნანი - რეფორმები, რომელიც საქართველოს განსახორციელებელი აქვს, არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოსთვის - მოქალაქეებს სურთ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ღია საზოგადოებაში ცხოვრება, ეს დნმ-ში აქვთ


12 რეკომენდაციის შესასრულებლად რეფორმები, რომელიც საქართველოს განსახორციელებელი აქვს, არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოსთვის - მოქალაქეებს სურთ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ღია საზოგადოებაში ცხოვრება, ეს დნმ-ში აქვთ, - ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკასა და ევროკავშირისა და აშშ-ის ღირებულებებთან საქართველოს თავსებადობას ეხებოდა.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, საქართველო აბსოლუტურად იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც აქვს ევროკავშირსა და აშშ-ს.

„საქართველო აბსოლუტურად იზიარებს ამ ღირებულებებს, რაც აქვს ევროკავშირსა და აშშ-ს. როგორც აღვნიშნე, ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის საქართველოს ისტორია, კულტურა, თუ რამდენად დიდი ხნის განმავლობაში იყო ყველაფერი ეს საქართველოს კულტურის ნაწილი. თავისუფლების ესოდენ დიდი სიყვარული, დამოუკიდებლობისადმი ერთგულება, სურვილი, რომ აიგოს ისეთი ქვეყანა, რომელშიც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, რაც ფუნდამენტურ პრინციპებს წარმოადგენს. რაც აკავშირებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ოჯახის, რწმენის, თავისუფლების სიღრმისეული სიყვარულია. ეს არის ორივე კულტურის ნაწილი. რატომ გრძნობენ ამერიკელები ასე კომფორტულად თავს საქართველოში, თითქოს, შინ არიან ან ქართველები ამერიკაში სტუმრობისას თავს? - ზუსტად ამიტომ. ეს ევროპისკენ მტკიცე ორიენტაცია აქედან გამომდინარეობს. ეს ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც საქართველო ევროპელებთან და ამერიკელებთან ერთად იზიარებს. თავისუფლების მოყვარული, დემოკრატიისკენ სწრაფვის მქონე ნებისმიერი ადამიანი, საზოგადოება მსოფლიოში ამითაა განმსჭვალული. 12 რეკომენდაციის შესასრულებლად რეფორმები, რომელიც საქართველოს განსახორციელებელი აქვს, არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე წარმატებას მიაღწევთ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს ეს დნმ-ში აქვთ, მას სურთ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ღია საზოგადოებაში ცხოვრება. ერთ-ერთი ბირთვი, ფუნდამენტური კავშირი, რომელიც საქართველოსთან გვაქვს, ეს არის ურყევი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. სუვერენიტეტი კი ნიშნავს თქვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების დაცვას. გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს შეძლოს ეს. ვინაიდან უაღრესად დიდ პატივს ვცემთ არამხოლოდ იმას, რაც შეასრულეთ 30 წლის განმავლობაში, არამედ რაც შეასრულეთ 26 საუკუნის განმავლობაში“, - განაცხადა დეგნანმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...