კელი დეგნანი - პირადად არაფერს ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ, მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს - სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს
პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს არ ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეების გვერდითაა.
„ვეხმარებით საქართველოს, რომ განაგრძოს პროგრესის გზა ევროპის გზაზე. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ერთგულია ამ გზის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე მომავალშიც პროგრესი იქნება. მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევები უკვე გაკეთებულია. მრავალ სამინისტროსთან და ადგილობრივ დონეზე ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა საქართველოს მიერ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობის დასაკმაყოფილებლად. გვსურს, რომ საქართველოს წარმატება ჰქონდეს ამ მისწრაფებაში. ზუსტად ამიტომაც ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ასე მჭიდროდ ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს წარმატებისა. პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ სულ მცირე გადავიდნენ შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობისა. ეს პოლიტიკურ მამაცობასაც ითხოვს, ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ეს ყველამ იცის“, - განაცხადა დეგნანმა.
როგორც მან აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს კამპანია, რომელიც მიმართულია „საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე.“
„სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ქართველები შეჩვეულები არიან ამ პრორუსულ, დეზინფორმაციულ კამპანიას, მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის, თუ არა ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებს ჩემზე, ისინი არ შემხვედრიან და მე ნამდვილად პირადულად ვერ მივიღებ. თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ქართველები დააბნიონ, ვინც ცდილობენ, რომ ეს საზოგადოება გაყონ ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია მტკიცედ, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის, ჩემი აზრით და იმედი მაქვს, რომ მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციის და ანგარიშის მიწოდებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის“, - განაცხადა დეგნანმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.