ნათია მეზვრიშვილი - თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესები, პოლიტიკური კორუფციის გზით, არჩევნების გაყალბებისთვის დაჩქარებული მზადების კლასიკური მაგალითია - მშენებლობის ნებართვები შავი ფულის - ე.წ. „ატკატების“ სანაცვლოდ გაიცემა
თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური კორუფციის გზით, არჩევნების გაყალბებისთვის დაჩქარებული მზადების კლასიკური მაგალითია., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, სახეზეა დანაშაულის ნიშნები, რაც პროკურატურას გამოძიების დაწყებას ავალდებულებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100-101-ე მუხლების საფუძველზე.
მისი თქმით, სახეზეა დანაშაულის ნიშნები, რაც პროკურატურას გამოძიების დაწყებას ავალდებულებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100-101-ე მუხლების საფუძველზე.
"ხალხის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი მშენებლობის ნებართვები ოცნების დეპუტატებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და შემომწირველებისთვის პარტიაში შავი ფულის - ე.წ. „ატკატების“ სანაცვლოდ.
სახეზეა დანაშაულის ნიშნები, რაც პროკურატურას გამოძიების დაწყებას ავალდებულებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100-101-ე მუხლების საფუძველზე. კობახიძის საჯარო ნებართვის ლოდინი საჭირო არ არის.
ასევე, წესით საკითხით უნდა დაინტერესდეს აუდიტის სამსახური და უკვე 1 სექტემბრიდან - ახლადშექმნილი ანტი-კორუფციული ბიუროც, რომელსაც პარტიების დაფინანსების მონიტორინგი ანდეს. შეგახსენებთ, მისი ხელმძღვანელი კორუფციისთვის გადამდგარმა და გადმომდგარმ პრემიერმა დანიშნა, - წერს მეზვრიშვილი და დასძენს, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობა და უწყებების უმოქმედობაა ელიტური კორუფციის და საარჩევნო მოსყიდვების გზით არჩევნების გაყალბებისთვის მზადების პირველი ინდიკატორი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.