Jump to content
Planeta.Ge

„ვაგნერელებს“ მოუწოდეს, უკრაინის მხარეზე გადავიდნენ და პრიგოჟინის გამო შური იძიონ


„რუსული მოხალისეობრივი კორპუსი“, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, მოუწოდებს „ვაგნერელებს“, რომლებსაც არ ჩაუდენიათ სამხედრო დანაშაულები, გადავიდნენ უკრაინის მხარეზე.

კორპუსის ხელმძღვანელი, ნიკიტა კაპუტისტინი, ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „ვაგნერელების“ ხელმძღვანელები ცინიკურად მოკლეს და ახლა მათ აქვთ არჩევანი – „ან თქვენი ხელმძღვანელების ჯალათების დაბმული ძაღლები იყოთ, ან შური იძიოთ“.

„მივმართავ „ვაგნერელებს“, ვისთვისაც ღირსებას ჯერაც აქვს რამე აზრი. როგორც ჩანს, ცინიკურად მოკლეს თქვენი დამფუძნებელი მამა და ხელმძღვანელები. ბრწყინვალედ იცით, ვინ დგას ამის უკან. ამიტომ, ახლა სერიოზული არჩევანის წინაშე ხართ: ან თქვენი ხელმძღვანელების ჯალათების დაბმული ძაღლები იყოთ, ან შური იძიოთ. შურისძიებისთვის უნდა გადმოხვიდეთ უკრაინის მხარეს.

თუ არ ჩაგიდენიათ სამხედრო დანაშაულები, გიწვევთ ჩვენს რიგებში. მოდით, ერთად დავასრულოთ სისხლიანი ჟლეტვა, შემდეგ კი მარშით წავიდეთ მოსკოვზე. ამჯერად მოსკოვისგან 200 კილომეტრში კი არ გავჩერდებით, ბოლომდე მივალთ“, – ციტირებს „მედუზა“ კაპუსტინს.

კორპუსის ტელეგრამ-არხში აღნიშნულია, რომ თუ „ვაგნერელები“ უკრაინის მხარეზე გადავლენ, კიევი მათ „უსაფრთხოების და ღირსეული პირობების“ გარანტიას აძლევს.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.


„რუსული მოხალისეობრივ კორპუსში ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში არიან. კიევში ამას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსი, ლეგიონ „რუსეთის თავისუფლებასთან“ ერთად, უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიაზე რეიდებში იღებდა მონაწილეობას.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...