„საქართველოსთვის“ თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
პარტია „საქართველოსთვის“ წევრები თბილისის საკრებულოდან, პროკურატურას მოუწოდებენ, თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე გამოძიება დაიწყოს.
დღეს, 25 აგვისტოს, საკრებულომ უნდა განიხილოს რამდენიმე სამშენებლო მეგაპროექტი, მათ შორის, ცათამბჯენები „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში. ოპოზიციური პარტიის თქმით, „ოცნების“ წევრები საკრებულოში აღნიშნული პროექტების მხარდაჭერას აპირებენ. მმართველ გუნდს საკრებულოში უმრავლესობა აქვს და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაც არ გაუჭირდება.
როგორც „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, საკრებულო თანახმაა, თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილება მიიღოს და ამაში კორუფციის ნიშნებს ხედავს.
„მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, არის თუ არა პოლიტიკური კორუფცია „ოცნების“ დეპუტატებისა და დაადგინოს, არის თუ არა პოლიტიკური კორუფცია ოცნების დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების, ოცნების მოქმედი პრემიერ-მინისტრის უახლოესი ნათესავია და „ოცნების“ შემწირველთა კომპანიისთვის თბილისის იერ-სახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი სამშენებლო პროექტებისთვის დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა, “ – თქვა გიორგი შარაშიძემ.
საკრებულომ 6 პროექტი უნდა განიხილოს, რომელთაგან 4 მრავალსართულიანი, მულტიფუნქციური კომპლექსებისა თუ ცათამბჯენების მშენებლობას ეხება.
NETGAZETI
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.