Jump to content
Planeta.Ge

დონალდ ტრამპი ფულტონის ციხიდან 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადდა.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა 20 წუთზე ცოტა მეტი დრო გაატარა ფულტონის ოლქის ციხეში, სადაც შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ტელეკომპანიის ცნობით, დონალდ ტრამპი ციხის ჩანაწერებში აღნიშნულია, როგორც დაკავებული პირი #P01135809. ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში ციხეში ყოფნას საშინელი და ძალიან სამწუხარო გამოცდილება უწოდა.

„მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაფერი ვიცოდი ბრალდებების შესახებ და ახლა უკვე ოთხჯერ მაქვს ბრალი წაყენებული", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ტრამპს ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ათზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული. მას სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...