მიხაილო პოდოლიაკი - ყირიმში ოკუპანტების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს
ყირიმში სამხედრო და სამოქალაქო ოკუპანტების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციის საკითხზე კომენტირებისას პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ასეთი ახალი ამბები “რა თქმა უნდა, ძალიან კარგ ემოციებს იწვევს.”
„მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ იქ ბევრი სამოქალაქო პირია, რომლებიც ასევე ოკუპანტები არიან, ისინი მოვიდნენ და უკრაინის მოქალაქეების საკუთრება და შენობები დაიპყრეს. ანუ, იმას ვგულისხმობ, რასაც რუსეთი სულ აკეთებს, როდესაც ამა თუ იმ ტერიტორიაზე მიდის, რომელსაც იპყრობს, ის ცდილობს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ჩაანაცვლოს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამ შემთხვევაში რუსეთი თავისი გადასახლებული პირების ხარჯზე იპყრობდა, რომლებიც ყირიმში თავისი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩაჰყავდა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ბოლო ინციდენტები ადასტურებენ, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიების გათავისუფლებაში არ გაჩერდება და ამისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოიყენებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.