ვოლოდიმირ ზელენსკი - სამი ქვეყანა მზადაა უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს
სამი ქვეყანა მზად არის უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტერესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სამი ქვეყანა არის, რომლებიც დათანხმდნენ წვრთნის შემდეგ უკრაინას F-16-ები გადასცენ - დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია. ძალიან მადლობელი ვართ ამ ქვეყნების”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს „მნიშვნელოვანი და ისტორიული” გადაწყვეტილებისთვის უკრაინას თვითმფრინავები გადასცეს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ს, ვინაიდან F-16 თვითმფრინავები ამერიკული ტექნოლოგიაა. ზელენსკიმ თვითმფრინავების რაოდენობაზეც გააკეთა კომენტარი.
„რთული იქნება რაოდენობაზე საუბარი. ვთვლი, რომ ნებისმიერი რაოდენობისთვის მადლობელი უნდა ვიყოთ. და საიდან მოიტანეთ, რომ ასე ცოტა იქნება? - ვნახოთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.