Jump to content
Planeta.Ge

შოვში დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა, 2 ადამიანს კვლავ ეძებენ


შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას რაჭაში 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ადამიანს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, მამაკაცის ცხედარი სტიქიის ზონიდან 40 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მღებრიშვილის თქმით, მეორე დაღუპული კი, რომლის ცხედარიც დღეს მაშველებმა იპოვეს, სავარაუდოდ, მოზარდია:

„გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიამდე გავაფართოვეთ საძიებო სამუშაოები. გუმათჰესის დაგუბებაშიც ორი ნავით ვაკეთებთ შემოვლებს. მთელი ამ პერიმეტრის მანძილზე მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება როგორც ფეხით, ასევე ნავითა და კინოლოგების დახმარებით,“ — განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...