უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ უკრაინის საელჩო წერს
უკრაინაში, ბახმუტთან, დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკოლოზ ახვლედიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
„ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისას. მარადიული ხსოვნა!" - წერია საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის პოსტში.
მანამდე, ბახმუტთან ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც ავრცელებდნენ. ნიკოლოზ ახვლედიანის მიმართ სამძიმრის პოსტებს ტოვებენ მის პირად ფეისბუკის გვერდზეც.
არსებული ინფორმაციით, 40 წლის ნიკოლოზ ახვლედიანი რუსეთის საარტილერიო ჭურს ემსხვერპლა ბახმუტის მისადგომებთან დასახლებული პუნქტის დაცვისას.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძვიან ქართველი მოხალისეებიც. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 50 ქართველი სამხედრო დაიღუპა.
ასევე ნახეთ: უკრაინაში 2022-2023 წლებში დაღუპული ქართველი მებრძოლები
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.