უკრაინის დამცველები წინ მიიწევენ და შეუძლებელს აკეთებენ - გენერალი ალექსანდრ სირსკი
მტრის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის ჯარი წინ მიიწევს და შეუძლებელს აკეთებს, - განაცხადა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალმა ალექსანდ სირსკიმ, რომელიც 24 აგვისტოს ქვეყნის აღმოსავლეთში განლაგებულ ოპერატიულ-ტაქტიკურ დაჯგუფება „ლიმანს“ და „სოლედარს“ ეწვია.
"თქვენ ყოველდღე იტანთ შეტევებს, თავად მიიწევთ წინ. ჩვენ ახლოს ვართ იმასთან, რომ გადავიდეთ შეტევაზე. თქვენ ხართ ჩვენი ერის საუკეთესო წარმომადგენლები. სწორედ აქ, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, თქვენ ცდილობთ ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენას“, - განაცხადა გენერალმა სირსკიმ ფრონტის ხაზზე მყოფ ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან შეხვედრაზე.
გენერალმა სირსკიმ უკრაინელ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ ჯილდოები გადასცა.
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს რუსეთთან ომის პირობებში. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
23 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ 47-ე ბრიგადის სამხედროები სოფელ რაბოტინოში ბრძოლით შევიდნენ. რაბოტინოს სრული აღების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.