Jump to content
Planeta.Ge

ევროინსტიტუტების შენობები, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინის დროშის ფერებში განათდა


უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის შენობები ლურჯ-ყვითელ ფერებში განათდა.

"ლურჯი, როგორც უკრაინის ცა, ყვითელი, როგორც მისი ველები. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს უკრაინის დროშა ანათებს ჩვენს შტაბ-ბინას ბრიუსელში. პატივს მივაგებთ მამაც უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის", - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

droshebi2.jpg

"ევროპული საბჭოს შენობა ლურჯ და ყვითელ ფერებში ანათებს, როგორც უკრაინისადმი ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლო", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

"უკრაინული დროშა ანათებს ჩვენს შტაბ-ბინას ბრიუსელში. პატივს მივაგებთ მამაც უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის", - აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...