„ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის“ - სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების პრევენცია
„ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის“ ეხმაურება ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის შემთხვევებს კასპსა და მარნეულში:
"მწუხარებას გამოვთქვამთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს.
მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული პრობლემა არის კანონმდებლობის არაეფექტიან აღსრულებაში.
არსებული გამოწვევების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება მხოლოდ ფრაგმენტული ქმედებები.
ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვევების მატება დაკავშირებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო უწყებების არაეფექტიანი მიდგომები ამ მიმართულებით.
სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების პრევენცია.
პირველ რიგში, ხელისუფლების დღის წესრიგში, მთავარ პრიორიტეტად უნდა დაბრუნდეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.
დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადებები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ყველა პლატფორმის გამოყენებით.", - წერია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.