უკრაინის ეროვნული დროშის დღესთან დაკავშირებით ხვალ თბილისში 32-მეტრიან დროშას გაშლიან
უკრაინის ეროვნული დროშის დღის ფარგლებში თბილისში, მშვიდობის ხიდთან უკრაინის 32-მეტრიან დროშას გაშლიან. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ-უკრაინულმა პლატფორმამ გაავრცელა.
ორგანიზაციის თანახმად, დროშის გაშლის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ომის შედეგად საქართველოში გადაადგილებული უკრაინელები, ქართველი და უკრაინელი აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ბავშვები და რიგითი მოქალაქეები.
ქართულ-უკრაინული პლატფორმის ინფორმაციით, 32 სიმბოლური რიცხვია და ის უკრაინის დამოუკიდებლობის წლებს ასახავს:
„ჩვენ ერთად გავშლით 32 მეტრის სიგრძის დროშას, როგორც სიმბოლოს იმისა, რომ უკრაინა 32 წლის განმავლობაში ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მათ შორის მეგობრების წყალობით მთელი მსოფლიოდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფლეშმობი 23 აგვისტოს, 19 საათზე დაიწყება, მასში მონაწილეობის მსურველები კი შეკრებას დაიწყებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 18:40 საათზე.
nethazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.