Jump to content
Planeta.Ge

"საქართველოსთვის" - ხელისუფლება, „ხალხის ძალის“ პირით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სანდო სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩასატარებლად ემზადება


ხელისუფლება, „ხალხის ძალის“ პირით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სანდო სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩასატარებლად ემზადება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" განცხადებაშია ღნიშნული.

 
მათივე თქმით, "ოცნებას" არჩევნების გაყალბებისთვის კომპლექსური პროცესი უკვე დაწყებული აქვს.


"ამ პროცესში ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ყველა, ვინც შესაძლოა არჩევნების შედეგები ობიექტურად შეაფასოს. შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე ცესკოს დაქვემდებარების შემდეგ, ოცნებამ გაააქტიურა სადამკვირვებლო მისიებისადმი ნდობის დასუსტების მიზანმიმართული პროცესი, რაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო ორგანიზაციებზე დეზინფორმაციის გავრცელებით დაიწყო.
იმ ფონზე, როცა 2024 წლის არჩევნების (მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიების) ადმინისტრირება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილმა და მხოლოდ უმრავლესობის მიერ არჩეულმა ცესკომ უნდა განახორციელოს, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელმაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება უნდა უზრუნველყოს, საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დაცვა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს, რაც მათ შორის, არჩევნებში მოქალაქეთა მაღალი მონაწილეობით არის შესაძლებელი.
პარტია „საქართველოსთვის“ აქტიურად მუშაობს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ აქტორს, დღეიდან ყურადღებით ადევნონ თვალი არჩევნების გაყალბების მიზნით ხელისუფლების ქმედებებს, რათა ოცნებას არ მივცეთ შესაძლებლობა მოიპაროს საქართველოს მოქალაქეების არჩევანი." -, წერია განცხადებაში. 

 
The Ruling Party is preparing to hold the 2024 Parliamentary elections without reliable observation missions, under the guise of "People's Power".
Georgian Dream has already started a complex process of elections rigging. Everyone who might objectively evaluate the election results, is a problem for the Government in this process. Accordingly, after subordinating the Central Election Commission (CEC) at the legislative level, the Ruling Party activated the deliberate process of undermining the trust in the observation missions, which started at the beginning of this year by spreading disinformation about international organizations.
Considering that administration of the 2024 elections (including electronic technologies) should be carried out by the CEC nominated by the Speaker of the Parliament and elected only by the majority, considering that there is not a single independent institution in the country that should ensure the conduct of elections in a free and fair environment, protection of the choice of citizens of Georgia is of critical importance, which is possible, among other things, with high voter turn-out.
Political party „For Georgia“ is actively working to contribute to holding elections in a free and fair environment.
We call on all interested actors to closely monitor Ruling Party’s actions aimed at rigging elections, not to give Georgian Dream an opportunity to steal the choice of the citizens of Georgia.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...