შოვში, სტიქიის ზონის პერიმეტრი სრულად დამუშავებულია - ამ დრომდე დაკარგულია 5 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა.
მისივე თქმით, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა.
ასევე, როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, 28 ნაპოვნი გარდაცვლილიდან, 2-ის იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა.
„გვიან ღამით სამი ადამიანი სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენეს. 28 გარდაცვლილიდან, ამჟამად 2-ს დნმ კვლევები უტარდება. აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავებული არ არის. მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ადგილები ხელმეორედ დამუშავდა.
გარდა ამისა, სამძებრო სამუშაოები როგორც მდინარე ჭანჭახის, ისე მდინარე რიონის სანაპიროებზე აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა კუნძულები, ფორმირდება კალაპოტები“, - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონაში ჯერ კიდევ ეძებენ 5 დაკარგულ ადამიანს, საიდანაც 4 ბავშვია.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.