Jump to content
Planeta.Ge

როგორც ელჩი ვერ შედეგით, Goodbye My Darling — ზარქუა დეგნანს


„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს „მავნებელს“ უწოდებს.

ზარქუა ელჩს პოლარიზაციის გაღრმავებასა და ქვეყანაში რევოლუციური ტალღის აგორების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

როგორც ზარქუა ამბობს, კელი დეგნანი როგორ ელჩი „ვერ შედგა“.

„მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ელჩო, ყოფილო! მე მინდა ეს მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით აქ[…] ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ როგორც ელჩი ვერ შედეგით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენ თქვენი საქმიანობით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზარდეთ[…] ალბათ, თქვენ იყავით ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლიციური ტალღა აგორებულიყო და ჩვენ ეს 3-4-ჯერ ჩავახშეთ, რადგან საქართველოს და მისი მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა აქ ქაოსი და არეულობა და არც მეორე ფრონტის გახსნა[…] მე მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ასე, რომ Goodbye My Darling [ნახვამდის, ჩემო ძვირფასო]“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელსაც საქართველოში თავის დიპლომატიური მისია ამოეწურა, არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბრალდებების და  კრიტიკის ობიექტი.

თავად ელჩმა თავის ბოლო ინტერვიში „რადიო თავისუფლებასთან“  მმართველი გუნდის მხრიდან მის მიმართ კრიტიკაზეც ისაუბრა. ელჩის თქმით, „პოლიტიკოსები ამბობენ, რაც უნდა თქვან – მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე“.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...