Jump to content
Planeta.Ge

"ჩხოროწყუ საქართველოსთვის" ინიციატივა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ყოველთვიური სატელეფონო ხარჯის გაუქმება და მათთვის საწვავის ხარჯვის ლიმიტის შემცირება


11 აგვისტოს, “ჩხოროწყუ საქართველოსთვის" ფრაქციის წევრებმა საკრებულოში დააინიცირეს ინიციატივა, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ინიციატივა ითვალისწინებს:
1) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ყოველთვიური სატელეფონო ხარჯის გაუქმებას.
2) საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და ხელშეკრულებით დასაქმებულთა საწვავის ხარჯვის ლიმიტის მნიშვნელოვან შემცირებას.
დაინიცირებული საკითხის საკრებულოს წევრთა მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში,
საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები წელიწადში დაახლოებით 75 ათასი ლარით შემცირდება,
რაც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროექტების დაფინანსებას.
მოვუწოდებთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას შემოუერთდნენ ამ
ინიციატივას და დაიწყოს მერიის ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული საბიუჯეტო სახსრები კი მოხმარდეს ჩვენივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სოციალური პირობების თუნდაც მცირედ გაუმჯობესებას!", - წერია განცხადებაში. 
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...