Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად სამიტს დაესწრება


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად არაფორმალურ ვახშამს დაესწრება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბერძნულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვახშამს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი უმასპინძლებს. ღონისძიებას დაესწრებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი.

მედიის ცნობით, მაღალი რანგის პოლიტიკოსები მაქსიმოსის სასახლეში შეხვდებიან, რათა რეგიონის ევროპული მომავალი, ბალკანეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები განიხილონ.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...