Jump to content
Planeta.Ge

ჯოზეფ ბორელი - მკაცრად ვგმობთ ჩერნიგოვზე განხორციელებულ კიდევ ერთ მხდალ თავდასხმას


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ ჩერნიგოვის ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმას მხდალ ქმედებად აფასებს.

"მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ჩერნიგოვზე განხორციელებულ კიდევ ერთ მხდალ და მიზანმიმართულ თავდასხმას, რომლის სამიზნე უნივერსიტეტი და თეატრი იყო და რომლის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა და ბევრი დაშავდა. ახლა, როგორც ყოველთვის, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან", - აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, 19 აგვისტოს, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაღუპა 7 და დაშავდა 156 ადამიანი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...