რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და განადგურდა
რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის კოსმოსურ სააგენტო "როსკოსმოსის" პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა", - ნათქვამია "როსკოსმოსის" განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის.
უპილოტო ხომალდი Luna-25 11 აგვისტოს რუსეთის ამურის რეგიონიდან, "ვოსტოჩნი კოსმოდრომიდან" გაუშვეს. ის მთვარეზე ორშაბათს ან სამშაბათს უნდა დაშვებულიყო. "როსკოსმოსმა" დღეს დილით განაცხადა, რომ გუშინ საღამოს Luna-25-თან კონტაქტი დაკარგა. ეს მთვარეზე რუსეთის პირველი მისია იყო ბოლო 50 წლის განმავლობაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.