რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა და 117 დაშავდა
რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 7 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
„15:25 საათის მდგომარეობით ჩერნიგოვის ცენტრზე ტერორისტების დარტყმის შედეგად დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 7 გარდაიცვალა,” - წერს ლომაკო.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვზე ტერორისტული დარტყმის გამო 19-21 აგვისტო გლოვის დღეებად არის გამოცხადებული.
შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს თქმით, დარტყმის დროს დაშავებულთა უმრავლესობა ეკლესიიდან ბრუნდებოდა, ავტოტრანსპორტში იმყოფებოდა ან გზას გადადიოდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.