უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.
მისივე თქმით, ვიზიტის დროს ის შვედეთის პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერს, ანდრეას ნორლენს და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება.
"ფართო შეხვედრები გველის. პირადად ვუხდი შვედეთს მადლობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის ", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის დროს უკრაინის სამხედრო დახმარების, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების, მათ შორის თავდაცვის სფეროში, უკრაინის ევროპული ინტეგრაციისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხები განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანა ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად დატოვა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.