Jump to content
Planeta.Ge

"ჩხოროწყუ საქართველოსთვის" მიმართვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს, დავით გოგუას - ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალი გზა ამ დრომდე დაზიანებულია


"ჩხოროწყუ საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ დავით გოგუას.
ბატონო დავით,
მოგეხსენებათ ტურისტული სეზონის მხოლოდ შუა პერიოდია, ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალი გზა კი ამ დრომდე დაზიანებულია.
ჩვენი გუნდის აქტიურობისა და მედიასაშუალებების გაშუქების შედეგად, მოქალაქეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ტობასკენ სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა, თუმცა სოფელ მუხურში მომდევნო ერთი თვე, ყველა საოჯახო სასტუმრო-ჰოსტელი დაჯავშნილია, შესაბამისად, რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა აღმოიფხვრას კონკრეტულ მონაკვეთზე არსებული დაზიანება.
კარგად მოგეხსენებათ, ერთი წლის წინ ოფიციალურად მოგმართეთ წერილობით, სადაც აღვნიშნავდით, რომ გზებზე ავარიული მდგომარეობაა და ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია, არც რეაგირება განხორციელდა მანამ, სანამ შოვის სამწუხარო ტრაგედიამ ყველას არ შეგვახსენა არსებული საფრთხეები.
სოფელ მუხურის მოსახლეობის ინტერესებიდან და ზოგადად ტურისტული აქტივობიდან გამომდინარე, აუცილებელია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მოხდეს მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში რეაბილიტირდეს და გაიხსნას ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალი სატრანსპორტო გზა, რომელიც ყველასთვის იქნება უსაფრთხო.
ველით, თქვენს რეაგირებას.
ფრაქცია ‘’ჩხოროწყუ საქართველოსთვის’’ თავმჯდომარე
თენგიზ ზედანია

368138633_701879395123796_2018184287109397807_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...