კახაბერ ქემოკლიძე “Killers”-ის ინციდენტზე - მიზანი იყო ქართველი ახალგაზრდების კოგნიტურ აღქმებზე ზემოქმედება
“Killers”-ის ინციდენტზე:
მიუხედავად იმისა რომ შემთხვევითობის ალბათობა შეიძლება 15-20%-ს სცილდება მე მგონია, რომ ეს იყო კლასიკური “ჰიბრიდული სადაზვერვო” (Hybrid Intelligence) ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა ე.წ. გავლენის (Influence Operation) და ფსიქოლოგიური (PsyOps) ოპერაცია.
მიზანი იყო ქართული ახალგაზრდა საზოგადოების კოგნიტურ აღქმებზე ზემოქმედება.
ამ “ქეისის” მიზნობრივი შედეგი იყო: ცნობადი/გავლენიანი ამერიკელი მომღერალი ქართველებს ურჩევს რუსებთან მეგობრობას”!!!
ნიშანდობლივია, რომ ოპერატიულად ველზე არ იქნებოდა მარტივი ოპერაცია, მაგრამ არც განსაკუთრებულ სირთულეს მოითხოვდა. საკმარისი იყო ჯგუფთან “ბექსთეიჯში” მომუშავე პირი “დაერთებოდა” რუსების მიერ ინფილტრირებულ ოპერატიულ კავშირს ყველაფერი მარტივად წავიდოდა. ჯგუფს რა ინფორმაციასაც მიაწვდიდნენ იმას გააკეთებდა. შეიძლება დამატებითი თანხაც კი გადაეხადაც სცენაზე ამ ეპიზოდის დადგმისთვის…
საბოლოო ჯამში ეს კონკრეტული ინციდენტი კონტრსადაზვერო კუთხით ერთ-ერთი უნიკალური case study-ია ჩემის ღრმა რწმენით
P.S. ასევე ვიზიარებ გენიალური LOUDspeakers-ის მოსაზრებას."
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
Facebook: https://www.facebook.com/KakhaKemoklidzeOfficial/posts/236490682696239
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
Facebook: https://www.facebook.com/KakhaKemoklidzeOfficial/posts/236490682696239
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.