Jump to content
Planeta.Ge

„შაშვი, შაშვი, მაყვალი“ ევროპული კინოაკადემიის 2023 წლის ჯილდოს ნომინანტებს შორის მოხვდა


ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი, შაშვი მაყვალი“ 2023 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის მოხვდა. ინფორმაციას ევროპის კინოაკადემია ავრცელებს. ნომინანტებს შორის 19 ფილმი მოხვდა.

უახლოეს კვირებში ევროპის კინოაკადემიის წევრები დაიწყებენ შერჩეული ფილმების ყურებას და ხმის მიცემას.

მონაწილე წევრების ხმების საფუძველზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა 7 ნოემბერს გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.

ელენე ნავერიანის ფილმის „შაშვი შავი მაყვალის“ მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

„შაშვი შავი მაყვალი“ ელენე ნავერიანის რიგით მესამე სრულმერაჟიანი ფილმია.

„შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის რომანია. წიგნი 2021 წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...