გიორგი შარაშიძე - კალა მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ყველაფერზე ილაპარაკა ლაგუნა ვერეს და იპოდრომის გარდა
"კალა მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყველაფერზე ილაპარაკა ლაგუნა ვერეს და იპოდრომის გარდა!
ვითომ არაფერი მომხდარა, ვითომ თავად არ ამცნო თბილისელებს დიდი ზარზეიმით, რომ იპოდრომი და ლაგუნა ვერე ივანიშვილის ქართუ ფონდისგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საჩუქრად გადადიოდა!
დღეს, როცა გაირკვა, რომ იპოდრომის ნაწილი და ლაგუნა ვერე აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიით თბილისის მუნიციპალიტეტის ნაცვლად კერძო კომპანიის საკუთრება გახდა, ნაცვლად იმისა, რომ დეტალურად განემარტა თბილისელებისთვის, როგორ და რატომ მოხდა ნაჩუქარის უკან დაბრუნება, რა პირობებით და გარანტიით იყიდა კერძო კომპანიამ თბილისის სტრატეგიული მნიშვნელობის უძრავი ქონება, ელექტრომობილების სადგურების მისამართების ჩამოთვლაზე მოცდა ამხელა კალა მერი კაცი.
არადა თბილისელებმა დღემდე არ იციან, მიიღებენ თუ არა დაპირებულ ცენტრალურ პარკს გარშემორტყმული ცათამბჯენების გარეშე და აღდგენილ ლაგუნა ვერეს, რომლისთვისაც პრიორიტეტი თბილისელების, და არა კერძო საკუთრების მფლობელთა, მომსახურება იქნება!"
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულო წევრი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.