Jump to content
Planeta.Ge

იდენტიფიცირებულია კიდევ 3 დაღუპულის ცხედარი, ისინი თანასოფლელები იყვნენ - "ბიჭები შოვში სამშენებლო სამუშაოებისთვის იყვნენ ჩასულები"


  • ფო­ტო­ზე: თე­მურ ჩარ­კვი­ა­ნი და ნიკა ჩა­ლა­ძე

შოვ­ში და­ღუ­პუ­ლი კი­დევ სამი ცხე­და­რია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ისი­ნი სო­ფელ ლაგ­ვან­თის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ნიკა ჩა­ლა­ძე, თე­მურ ჩარ­კვი­ა­ნი და დიტო ფირ­ცხა­ლა­ვა არი­ან. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ჭე­ბი შოვ­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­სა­წყე­ბად იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი, რა დრო­საც მე­წყერ­ში მოყ­ვნენ.

ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ღუ­პუ­ლე­ბი ერთი სოფ­ლი­დან არი­ან, რა­ჭის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა პა­პუ­ნა მარ­გვე­ლა­ძე­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

შოვ­ში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ამ დრო­ის­თვის და­კარ­გულ 7 მო­ქა­ლა­ქეს ეძე­ბენ.

 

ამ დრო­ის­თვის, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ნა­პოვ­ნია 26 მო­ქა­ლა­ქის ცხე­და­რი, მათ­გან 23 იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

"და­კარ­გუ­ლი 33 მო­ქა­ლა­ქი­დან ამ დრო­ის­თვის 26 ცხე­და­რი არის ნა­პოვ­ნი. გრძელ­დე­ბა 7 და­კარ­გუ­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 23 გარ­დაც­ვლი­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ მცი­რე­დი თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც კი იქ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პოვ­ნი­სა,“ - გა­ნა­ცხა­და პარ­მენ მარ­გვე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, შოვ­ში მე­წყე­რი 3 აგ­ვის­ტოს ჩა­მოწ­ვა.

ambebi.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...