Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.281

რესტავრირებული სახარებები (ევანგელე) 3


ორი ბრმის განკურნება

29. როცა ისინი იერიხოდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მისდევდა მას.

30. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!“

31. ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა. ხოლო ისინი უფრო მეტად აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“

32. იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და უთხრა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“

33. უთხრეს მას: „თვალები რომ აგვიხილო, უფალო“.

34. შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. მყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას.

 

თავი 21

იესოს შესვლა იერუსალიმში

1. როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ, ზეთისხილის მთასთან, იესომ გაგზავნა ორი მოწაფე.

2. უთხრა მათ: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და მასთან ერთად ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ.

3. და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: უფალს სჭირდება-თქო და მაშინვე გამოგატანთ მათ“.

4. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:

5. „უთხარით სიონის ასულს: „აჰა, შენი მეფე შენთან მოდის, მშვიდი და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე“.

6. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა.

7. მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედ თავიანთი სამოსლები და დაჯდა მათზე.

8. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.

9. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღვოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!“

10. როცა ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: ეს ვინ არისო?

11. ხალხი კი ამბობდა: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან“.

 

ტაძრის გაწმედა. ბრმებისა და კოჭლების განკურნება

12. შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, და გადააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები.

13. უთხრა მათ: „დაწერილია: „ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება“, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!“

14. მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი.

15. როცა დაინახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასწაული, რომელიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომელნიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძესო, გული მოუვიდათ.

16. უთხრეს მას: „თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?“ იესომ უთხრა მათ: „ჰო! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: „ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება“.

17. და დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია.

 

ლეღვის ხის გახმობა

18. განთიადისას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა.

19. გზაზე ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა ახლოს და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და უთხრა მას: „ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი ეონამდე“. და მყისვე გახმა ლეღვი.

20. დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: „რა უცბად გახმა ეს ლეღვი!“

21. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება.

22. ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“.

 

რომელი ხელმწიფებით

23. როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“

24. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.

25. საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან?“ ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით: ზეციდანო, გვეტყვის, აბა, რატომ არ ერწმუნეთო მას?

26. თუ ვიტყვით: კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე“.

27. მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცითო. მანაც უთხრა მათ: „არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.

 

იგავი ორ ძეზე

28. „აბა, რა გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: „შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში“.

29. მიუგო და უთხრა: „არ მინდა“. ბოლოს კი ინანა და წავიდა.

30. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა: „წავალ, ბატონო“. მაგრამ არ წავიდა.

31. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?“ უთხრეს: „პირველმა“. უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთაების სასუფეველში (მრავალგანზომილებიან სინგულარულ კოლექტიურ ინტრაკოსმიურ ფსიქომენტალურ-ინტელიგიბელურ ცნობიერ ომნიმატრიქსში).

32. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.

 

იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე

33. „მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა.

34. რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწისმუშაკთ მისი ნაყოფის მისაღებად.

35. მიწისმუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგსა სცემეს, ზოგნი დახოცეს, ზოგნი ჩაქოლეს.

36. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი, იმათაც ასევე მოექცნენ.

37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ჩემი ძისა მოერიდებათო.

38. მაგრამ მიწისმუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: „ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!“

39. და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახს იქით და მოკლეს.

40. აბა, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწისმუშაკთ?“

41. უთხრეს მას: „ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწისმუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ“.

42. უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში“?

43. ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთაების განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს.

44. ის, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრესს“.

45. მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა.

46. ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.

 

თავი 22

საქორწილო ნადიმი

1. და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ:

2. „განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) ჰგავს მეფეკაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა.

3. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა.

4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: „უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ჩემი სერობა, ჩემი ხარები და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!“

5. მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე.

6. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.

7. ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა.

8. მაშინ უთხრა მან თავის მონებს: „ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი.

9. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში“.

10. და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით.

11. როცა მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა,

12. უთხრა მას: „მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია?“ ის კი დუმდა.

13. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: „გაუკარით მაგას ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა“.

14. ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა“.

 

კეისარს - კეისრისა და ღმერთს - ღვთისა

15. მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაში.

16. და მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთაების გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას.

17. ჰოდა, გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?“

18. იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო?

19. მიჩვენეთ სახარკო მონეტა“. და მიუტანეს მას დინარი.

20. უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“

21. უთხრეს მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა - ღმერთსა!“

22. ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ.

 

მკვდრეთით აღდგომაზე

23. იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არსებობსო, და ჰკითხეს მას:

24. „მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოსო თესლი თავის ძმას.

25. ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა. შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა.

26. ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე.

27. ყველას შემდეგ ქალიც მოკვდა.

28. ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა“.

29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა.

30. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში”.

31. ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.

 

 

იესო ეკითხება ფარისევლებს

32. როცა ფარისევლები შეიკრიბნენ, იესომ ჰკითხა მათ:

33. „რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?“ მათ უთხრეს: „დავითისა“.

34. უთხრა მათ: „აბა როგორღა უწოდებს დავითი სულში მას უფალს, როცა ამბობს:

35. „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა კვარცხლბეკად“?

36. თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი ძე როგორღაა?“

37. ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება. იმ დღიდან მოკიდებული კითხვას ვეღარავინ უბედავდა.

 

თავი 23

იესო ამხილებს ფარისევლებს

1. მაშინ იესო ელაპარაკა ხალხს და თავის მოწაფეებს.

2. უთხრა: „მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.

3. ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, და არკი ასრულებენ.

4. კრავენ მძიმე ტვირთს და ძნელად საზიდს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა.

5. ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს;

6. უყვართ სათავეში სხდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში,

7. და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ: „რაბი!“

8. თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ.

9. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ - ზეციერი.

10. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ - ქრისტე.

11. უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.

12. ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება.

 

შვიდგზის „ვაი თქვენ!“

13. „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ.

14. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ.

15. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე, და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ გახდით, საკუთარ თავზე ორჯერ მეტად.

16. ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო.

17. უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?

18. და: ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულიაო.

19. ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ განწმედს?

20. ვინაიდან ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.

21. და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც.

22. და ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღვთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც.

23. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ ის, რაც უფრო მთავარია რჯულში - განკითხვა, წყალობა და სარწმუნეობა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ.

24. ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემთა მყლაპავებო!

25. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, მაგრამ შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით.

26. ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.

27. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსეა მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით.

28. ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.

29. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს.

30. ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.

31. ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.

32. ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო!

33. იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?

 

 

თავი 24

იესოს წინასწარმეტყველება ტაძრის დანგრევაზე

1. და გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ ტაძრის შენობები.

2. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს“.

3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და ამ ეონის აღსასრულის ნიშანი?“

4. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.

5. ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.

6. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.

7. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობები, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.

8. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია.

9. მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.

10. მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს.

11. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენენ.

12. და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.

13. ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება.

14. ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული.

 

კაცის ძის მოსვლა

23. „მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: „აჰა, აქ არის ქრისტე“, ან: „იქ“, არ ერწმუნოთ.

24. ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.

25. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.

26. თუ გითხრან: აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.

27. ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება ანთროპოსის ძის მოსვლაც.

28. ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები.

29. და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.

30. მაშინ გამოჩნდება ანთროპოსის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას მიწის ყველა ტომი, და იხილავენ ანთროპოსის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.

31. მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.

32. ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს გამოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.

33. ასევე, როცა თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი.

34. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.

35. სუპერკოსმოსი და კოსმოსი გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.

36. მაგრამ იმ დღეზე და ეონზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.

37. ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება ანთროპოსის ძის მოსვლაც.

38. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა,

39. და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, - ასევე იქნება ანთროპოსის ძის მოსვლაც.

40. მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება;

41. ორნი ფქვავდნენ დოლაბზე: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.

42. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.

43. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა.

44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ანთროპოსის ძე.

45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დაუყენა ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?

46. ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.

47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.

48. ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი,

49. და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ლოთებთან ჭამდეს და სვამდეს,

50. მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,

51. შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა.

 

თავი 25

იგავი ათ ქალწულზე

1. „მაშინგანზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) აემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად.

2. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი - გონიერი.

3. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან.

4. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით.

5. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა.

6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: „აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!“

7. მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავთავისი ლამპრები.

8. უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: „გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება“.

9. მიუგეს გონივრებმა და უთხრეს: „რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის“.

10. როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა.

11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: „უფალო, უფალო, გაგვიღე!“

12. ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ!“

13. ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა ანთროპოსის ძე.

 

ტალანტებზე

14. „ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება.

15. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი და სხვას - ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა.

16. ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო.

17. ასევე ორის მიმღებმაც ორი კიდევ სხვა მოიგო.

18. ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი.

19. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ.

20. მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: „ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე“.

21. უთხრა მას მისმა ბატონმა: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში“.

22. მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: „ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტი მოვიგე“.

23. უთხრა მას მისმა ბატონმა: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში“.

24. მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: „ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია.

25. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს“.

26. მიუგო მას მისმა ბატონმა და უთხრა: „ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია.

27. ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითურთ მივიღებდი.

28. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.

29. ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.

30. ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში (ექსტრაკოსმოსში, ექსტრაკოსმიური სივრცე). იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა“.

 

ხალხთა განკითხვაზე

31. „და როცა მოვა ანთროპოსის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.

32. და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთი-მეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან.

33. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს - მარცხნივ.

34. მაშინ ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: „მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ კოსმოსის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება).

35. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ,

36. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ“.

37. მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?

38. როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?

39. როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?“

40. მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“.

41. მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: „წადით ჩემგან, წყეულნო, მთელი ეონი ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის.

42. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით,

43. უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მომინახულეთ“.

44. მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?“

45. მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ“.

46. და წავლენ ესენი მთელი ეონი სატანჯველში, ხოლო მართალნი - მთელი ეონი სიცოცხლეში“.

 

თავი 26

იესო იუწყება თავის სიკვდილს

1. ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, იესომ უთხრა თავის მოწაფეებს:

2. „თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და ანთროპოსის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად“.

3. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში.

4. მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ.

5. მაგრამ ამბობდნენ: დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო.

 

იესოს ცხება ნელსაცხებლით ბეთანიაში

6. როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში,

7. მივიდა მასთან ერთი ქალი, მოიტანა ნელსაცხებელი და ინახად მჯდომს თავზე დაასხა.

8. მოწაფეებმა რომ დაინახეს, გაბრაზდნენ და თქვეს: ასე ფუჭად რატომ დახარჯაო?

9. ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება.

10. ხოლო იესო მიუხვდა და უთხრა მათ: „რატომ აწბილებთ ამ ქალს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა?

11. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.

12. ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად.

13. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ მსოფლიოში, იტყვიან, რაც ამან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად“.

 

გაცემა

14. მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან

15. და უთხრა: „რას მომცემთ, რომ გადმ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...