Jump to content
Planeta.Ge

“ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბი ბურღების ნაცვლად აფეთქებებით გაჰყავს, სახლებში ბზარებია გაჩენილი” – რიკოთთან მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ


რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბები ბურღის ნაცვლად აფეთქებებით გაჰყავს, ამის გამო, მუდმივად მიწისქვეშა ბიძგებია და საცხოვრებელ სახლებს ბზარები აქვს გაჩენილი.

 

“სახლში ბზარებია, ბათქაში გუშინწინ სულ ჩამოვიდა ძირს საძინებლებში და ბავშვებს ეშინია. მარტში, ჭა – 24 მეტრია და სულ გაივსო პირამდე და რომ ვთქვით, დაშალაო თვითონ, მიწა დაიშალაო. 24 მეტრიანი ჭა პირამდე გაივსო, ეს რომ ჩაინგრეს, სახლიც ჩავა. სადაც ვთქვი, აბრალებენ სახლის აშენებას, ყველას გლახად გაქვთ სახლი აშენებული,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

“ამ დილას ისეთი აფეთქება იყო, მე ვთქვი, სადღაც ალბათ, დიდი მანქანით ქვები დაცალეს ან ხრეში, ხრიალ-ხრიალით რომ წამოვიდა, ყოველდღეა ეგ. ამას ჰქვია ცხოვრება და ეგენი ზრუნავენ ხალხზე, არ ზრუნავენ. ეგენი არიან საკუთარი თავისთვის. ესენი რომ ჩაინგრევა, მერე იტყვიან საწ####ბი – მართლა საწ####ბი ვართ, იმიტომ, რომ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

აფეთქების შედეგად, ნახეთ, რა დღეშია – ნახეთ, როგორი ბზარებია, მომატებულია. ძალიან განსაცდელში ვარ, ყურადღებას არავინ გვაქცევს. გვეშინია, 11 საათიდან რომ არის აფეთქება, 2-3-ჯერ ისეთი ძლიერი არის, რომ გასაქანი არ გვაქვს ხალხს და რა გვეშველება,“ – თქვა ადგილობრივმა.

ამ საქმეზე პასუხისმგებელი პირები ბზარების გაჩენას სახლების უხარისხოდ აშენებით ხსნიან.

metronome.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...