Jump to content
Planeta.Ge

"კობახიძის განცხადებამ გამანადგურა, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ" - სტიქიას გადარჩენილი ჯელაძე


"დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა" - ასე ეხმაურება შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას. 

"ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა, ყველაფერი თურმე რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე, არ ვიცი, ახლაც როგორ ვსაუბრობ, არ ვიცი, ძალიან განერვიულებული და აღელვებული ვარ, ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. [...]

საერთოდ არაფერი რომ ეთქვა გადარჩენილებზე, ალბათ შევეშვებოდი ყველაფერს, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები. [...] ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა", - განაცხადა დავით ჯელაძემ ფორმულას ეთერში.

დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "გადასამოწმებელია".

ფორმულა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...