მარტვილი საქართველოსთვის - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აბედათის ციხე-დარბაზი სასწრაფო გადარჩენას საჭიროებს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აბედათის ციხე-დარბაზი სასწრაფო გადარჩენას საჭიროებს, - ამის შესახებ "მარტვილი საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშბული, აბედათის ციხე-დარბაზის კომპლექსი შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. იგი მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა კი IV-VI საუკუნეებით თარიღდება, ხოლო შუასაუკუნეებში აგებულ ციხე-დარბაზსა და კოშკს დადიანების საგვარეულოს მიაკუთვნებენ.
"აბედათის ციხე-დარბაზი უნიკალური, ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია და არაერთ ტურისტულ კომპანიას აბედათის ციხესიმაგრე შეტანილი აქვს ტურისტულ მარშრუტებში. აბედათის ციხე-დარბაზი, რომელიც ფაქტიურად ნადგურდება, საჭიროებს სათანადო მოვლა-პატრონობას და გამაგრებით სამუშაოებს. აბედათის ციხესიმაგრეში მდებარეობს ეკლესია-მონასტერი. ციხესიმაგრე გარშემორტყმულია ფლეთილი ქვით ნაგები გალავნით. გალავნის დიდი ნაწილი დანგრევის პირას მყოფია, ყოველდღიურად იზრდება დაზიანების ხარისხი, ხშირია გალავნიდან ქვათაცვენა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება, ასევე საფრთხე ექმნება ეკლესიაში მოღვაწე სასულიერო პირების, მრევლის, მომლოცველების და სტუმრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

საქართველოს პარლამენტის წევრმა – აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატიმა, ალექსანდრე მოწერელიამ არაერთხელ მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ასევე ფრაქციის „მარტვილი საქართველოსთვის“ სახელით წერილით მივმართეთ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა აღნიშნული პრობლემის გადაჭრა მოხდეს მყისიერად. აუცილებელია აბედათის ციხის კომპლექსის სავალალო მდგომარეობის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტომ სასწრაფოდ ადგილზე მიავლინოს სპეციალისტები, უნდა მოხდეს დაზიანების ზუსტი მოცულობის და ხარისხის დადგენა, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
წარმოგიდგენთ ციხის გალავნის დაზიანების ამსახველ ფოტო მასალას.", - ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის".
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.