ბოლო 3 თვეში საწვავის ფასმა 40-80 თეთრით მოიმატა
საწვავი გაძვირებულია ყველა ბენზინგასამართ სადგურზე. ნეტგაზეთმა მოიკვლია ფასები, თუ რა ღირს ერთი ლიტრი საავტომობილო საწვავი სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე და ბოლო თვეებში როგორი იყო ფასების ზრდის დინამიკა. ფასების არქივი აჩვენებს, რომ გაძვირების ტენდენცია მიმდინარე წლის მაის-ივნისში დაიწყო.
გალფი
მაგალითად, გალფის ქსელში მაისიდან აგვისტომდე 1 ლიტრი დიზელის ღირებულებამ 80 თეთრით მოიმატა. თუ 1 ლიტრი ევრო დიზელი მაისში 2.09 ლარი ღირდა, დღეს, 14 აგვისტოს, მისი ღირებულება 2.89 ლარია. მაისში ევრო რეგულარის ღირებულება 2.25 ლარი იყო, დღეს — 2.69, G Force ევრო რეგულარი მაისში ღირდა 2.35 ლარი, ახლა ღირს 2.79 ლარი, G Force პრემიუმი ღირდა 2.59 ლარი, დღეს მისი ფასი 2.99 ლარია, G Force სუპერის ფასი იყო 3.39 ლარი, ახლა ღირს — 3.65 ლარი.
ვისოლი
დაახლოებით მსგავსი ფასებია ვისოლში. ეკო სუპერი აქ ღირს 3.65 ლარი, ეკო პრემიუმი — 2.98 ლარი, ეკო დიზელი — 2.99 ლარი, ევრო დიზელი — 2.92 ლარი, ევრო რეგულარი — 2.72 ლარი, დიზელ ენერჯი — 2.87 ლარი. ფასების გაძვირების ტენდენცია ბოლო თვეებში აქაც მსგავსია.
რომპეტროლი
Efix სუპერი რომპეტროლში ღირს 3.69 ლარი, Efix ევრო პრემიუმი — 2.87 ლარი, ევრო რეგულარი — 2.65 ლარი, Efix ევრო დიზელი — 3.12 ლარი, ევრო დიზელი — 3.07 ლარი.
საწვავის ფასები თითქმის იდენტურია დიდი ზომის, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე. აღნიშნული კომპანიები მომხმარებლებს სხვადასხვა სახის აქციასა და ფასდაკლებას სთავაზობენ როგორც ფასდაკლების ბარათებით, ასევე სპეციალური პირობებით კვირის კონკრეტულ დღეებში. ამ შემთხვევაში საწვავის შეძენა შესაძლებელია 10, 15, ან 20-თეთრიანი ფასდაკლებითაც. გარდა ამისა, ზოგიერთ კომპანიას აქვს ბენზინგასამართი სადგურები თვითმომსახურებით, სადაც საწვავი 10-15 თეთრით იაფი ღირს.
საწვავი შედარებით იაფია მცირე ზომის ბენზინგასამართ სადგურებზე, თუმცა გაძვირების ტენდენცია ბოლო თვეებში აქაც შესამჩნევია.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.