Jump to content
Planeta.Ge

ვახტანგ გომელაური - რატომ არ დაფრინავდნენ ღამე? ასჯერ მაქვს ახსნილი - შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი


ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი - ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული , - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ღამით ვერტმფრენების ფრენის შეჩერებასთან დაკავშირებთ დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, ვერტმფრენის ფრენა მთებში რისკთან არის დაკავშირებული.

„რაც შეეხება რატომ არ დაფრინავდნენ ღამე? ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ავიაციაში ერკვევა, ყველას კარგად ესმით, ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკოს არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული, არ შეიძლება, უბრალოდ. შეიძლება დილით გამოვიყვანოთ სამ საათში ადამიანები, გავრისკოთ და ვერტმფრენის დაღუპვას ან პილოტების დაღუპვას.

ვერტმფრენს შეუძლია აფრენა, მთებში არის რისკის ფაქტორი. შეუძლია ღამე აფრინდეს, თუ კარგი ამინდია, ვთქვათ ბათუმის აეროპორტიდან თბილისში ჩაფრინდეს ან ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდეს. რელიეფს გააჩნია, თუ არის მთა-გორიანია, თუ მართლა რაღაც გადაუდებელი არ არის, შეუძლიათ იქაც გარისკონ“, - განაცხადა გომელაურმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...