რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხერსონის ოლქი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 23 დღის ბავშვია.
ამასთან, თავდასხმის შედეგად დაშავდა 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.