Jump to content
Planeta.Ge

ანდრეი ერმაკი - უკრაინული მშვიდობის ფორმულის მომზადებას უკვე 58-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი


უკრაინული მშვიდობის ფორმულის მომზადებას უკვე 58-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

“ცოტა ხნის წინ [5 აგვისტოს ჯიდაში შეხვედრისას] 43 ქვეყანა იყო, დღეს უკვე 58-ია. ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის და კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნების დიდი რაოდენობაა, რომლებსაც შემოერთება სურთ”, - განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, მშვიდობის ფორმულის ყოველ პუნქტზე სამუშაოდ უკვე 10 ჯგუფია შექმნილი, რომლებშიც როგორც უკრაინული, ასევე საერთაშორისო ექსპერტები იმუშავებენ.

“ჩვენი გეგმაა - ჩვენი ფორმულის ყოველ პუნქტზე შევიმუშაოთ ეს დაწვრილებითი პროგრამა და ეს უკვე ამ თვის ბოლომდე გავაკეთოთ. იმისთვის, რომ უკვე ერთი თვის შემდეგ, როგორც ჯიდაში შევთანხმდით, შეგვეძლოს მრჩევლების დონეზე შემდეგი სხდომის ჩატარება და უკვე სამიტის თარიღისა და ადგილის განხილვა", - განაცხადა ერმაკმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...