რიკოთზე გამაგრება 77 ფერდს უტარდება - გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პარალელურად, გამაგრება 77 ფერდს უტარდება. ამის შესახებ მან შოვში, სტიქიის ზონაში მედიასთან ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, რიკოთის პროექტის ფარგლებში, პროექტის დაწყებიდან, სულ 6000 მ სიგრძის გეოლოგიური ბურღი გაკეთდა. ჩატარდა არაერთი გეოტექნიკური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული რიკოთის უღელტეხილის საპროექტო გადაწყვეტილება.
„მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო “, - აღნიშნა მან.
„ბოლო დღეებია ძალიან გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ადამიანების მხრიდან. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადებებით, კვლავ ცდილობენ პროექტის დისკრედიტაციას, მოსახლეობაში შიშის გაჩენას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაღაც ცუდი ხდება", - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
გიორგი წერეთელმა ჩინურ კომპანიებსა და მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ პროექტს ზედამხედველობენ ფრანგული, თურქული და კორეული საზედამხედველო კომპანიები. სამშენებლო სამუშაოებს კი, აწარმოებენ გამოცდილი კომპანიები და არცერთი სამშენებლო კომპანია, ხელშეკრულების გაფორმებისას, არ იყო შავ სიაში.
გიორგი წერეთლის თქმით, რიკოთის უღელტეხილზე გარკვეულ მონაკვეთებზე სამუშაოების პროგრესი მაღალია და ეს მონაკვეთები წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში.
„ბოლო დღეებია ძალიან გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ადამიანების მხრიდან. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადებებით, კვლავ ცდილობენ პროექტის დისკრედიტაციას, მოსახლეობაში შიშის გაჩენას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაღაც ცუდი ხდება", - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
bm.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.