გარემოს ეროვნული სააგენტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ დასკვნას აქვეყნებს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა დადო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები.
„დღეის მდგომარეობით, სამიზნე არეალის ფარგლებში, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა მომავალში ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ:
საჭიროა მდინარის კალაპოტის უმოკლეს პერიოდში გაწმენდა ფერდობებიდან ჩამოშლილი გრუნტის აღებისგან, ასევე კალაპოტში ჩახერგილი ხე-მცენარეებისგან;
კალაპოტი უნდა ჩაღრმავდეს და გაგანიერდეს შეგუბებამდე არსებული მორფოგეოლოგიური პარამეტრების ფარგლებში;
მითითებული სამუშაოების სრულად განხორციელებამდე, საჭიროა მუნიციპალიტეტის მიერ, უბანზე დაწესდეს მონიტორინგი და სიტუაციის გართულების შემთხვევაში ინფორმირებული უნდა იქნას შესაბამისი უწყებები.
მითითებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროექტის საფუძველზე, ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით", - ნათქვამია დასკვნაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შეტყობინებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას ადგილზე 9 აგვისტოს გაეცნენ. გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის ხეობაში გავრცელებული მეწყრული უბანი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს. ვრცლად დასკვნა იხილეთ ბმულზე: https://szs.gov.ge/geo/news/show/10/3451
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.