Jump to content
Planeta.Ge

რომ გვქონოდა სპეციალური სეისმური გეოფონების სისტემა, ეს იქნებოდა სწრაფი შეტყობინების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი - გოდოლაძე


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის მიერ განრცელებული ინფორმაციით, დაამუშავეს ცენტრის სეისმური სადგურის მონაცემები, საიდანაც ჩანს რომ სტიქიის აქტიური ფაზა (ჩასახვის ზონაში) დაიწყო 14:56 საათის შემდეგ რამდენიმე წამში და პიკური აქტიურობა გაგრძელდა დაახლოებით 8 წუთი.

publika.ge--1-5-1024x668.jpg

„საქართველოს რეგიონული სეისმური ქსელის, მიწისძვრის სწრაფი რეაგირებისა და ავტომატური შეტყობინების სისტემა ემსახურება ტექტონიკური მიწისძვრების ავტომატურ დეტექციას. შესაბამისად, ჩვენ სისტემაში ღვარცოფული ნაკადის სვლის ზედაპირული თრემორი არ აღიქმება მიწისვრად. ამის მიუხედავად, ამ დღეების განმავლობაში, ვამუშავდებდით ყველა ჩვენი სეისმური სადგურის მონაცემებს (ფილტრაცია, სპექტრი და ა.შ.). დამუშავების შედეგად მივიღეთ სურათი, რომელიც ვფიქრობთ, რომ არის გლაციალური ღვარცოფის, გლოფის ეგრეთ წოდებული სლაიდინგი (დენადი მოძრაობა).

ჩვენ რომ გვქონოდა სპეციალური, ამ მოვლენისთვის განსაზღვრული სეისმური გეოფონების სისტემა (ლოკალური მონიტორინგი, ანუ იქვე, ხეობასთან დამონტაჟებული გეოფენები) განლაგებული სტიქიის ზონაში, ეს იქნებოდა სწრაფი, ადრეული შეტყობინების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი სხვა მონაცემებთან ერთად. თუ შევხედავთ სურათს, ცხადია, რომ გლოფის დაწყებიდან ვიდრე პიკური ნაკადის დასრულებამდე დაახლოებით 8 წუთია“,- წერს გოდოლაძე.

რაჭაში, შოვთან 3 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა და ღვარცოფმა კურორტზე მყოფი ადამიანების ნაწილი იმსხვერპლა.

მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მერვე დღეა მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველებთან ერთად მუშაობენ პოლიციის დანაყოფები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვს და ინფრასტრუქტურის სამინისტროების თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

მაშველებმა 11 აგვისტოს მონაცემებით 22 ცხედარი იპოვეს, ჯერ კიდევ ეძებენ 11 დაკარგულს.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...