შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი.
“გრძელდება შველა-ძიების სამუშაოები“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მისივე თქმით, მობილიზებულია 103 ერთეული მძიმე ტექნიკა.
„10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული სამაშველო სამუშაოები, სადაც ტექნიკა არის ჩართული. ახალი მდებარეობა არის ალტერნატიულად გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის მეორე ნაპირზე, სადაც ინტენსიური შველა-ძიების სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია მაქსიმალური რაოდენობის ტექნიკა. უკვე 103 ერთეულზე ვართ ასული მძიმე ტექნიკის თვალსაზრისით, რაც შესაბამის 10 მდებარეობაზეა გადანაწილებული და მაშველების შესაბამისი მითითებით მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია“, - განაცხადა ქარსელაძემ.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ 9 ადამიანს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.