გიორგი შარაშიძე - კალა მერს ივანიშვილმა “ლაგუნა ვერეს” თბილისისთვის საჩუქრად გადაცემისთვის მადლობა რომ ტყუილად ათქმევინა, ეს უკვე აღარავის უკვირს
"კალა მერს ივანიშვილმა “ლაგუნა ვერეს” თბილისისთვის საჩუქრად გადაცემისთვის მადლობა რომ ტყუილად ათქმევინა, ეს უკვე აღარავის უკვირს არც კალა მერისგან და არც ივანიშვილისგან. პირველი ტყუილი ხომ არაა ბოლოსდაბოლოს…
აქ მთავარი სხვა რამეა (თუმცა ტყუილებზე პასუხისმგებლობის დროც მალე მოვა) - კარგი, ვითომ ნაჩუქარს რომ ყიდი გავიგეთ, ესეც აღარ გვიკვირს, მაგრამ ვისზე ყიდი? ნაცზე?
ასეთია ნაც-ქოცური ალიანსის ლოგიკა, რომლის მიხედვით თბილისელების ინტერესები საკუთარ მერკანტილურ ინტერესებთან რა მოსატანია.
როცა დასჭირდებათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ერთად აირჩევენ, რუსთაველებს მოსაკრებელსაც ერთად გაუძვირებენ, კოალიციასაც შეკრავენ, ხელისუფლებასაც გადაინაწილებენ და ბიზნესსაც ერთად გააკეთებენ!."
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.