Jump to content
Planeta.Ge

თემურ მღებრიშვილი - მდინარე რიონში აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათ კალაპოტიდან ამოღება


მდინარეში [რიონში] აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათი ამოღება კალაპოტიდან, უტილიზაცია იქნება თუ დამარხვა, ამას მუნიციპალიტეტი მიაქცევს ყურადღებას,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მდინარეში სამძებრო სამუშაოებში ნავებია ჩართული.

„ძალიან ჩქარი დინებაა. არის ადგილები, კონკრეტული ლოკაციები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გადაადგილება მდინარის კალაპოტში, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ნავების ჩართულობა. ნავების საშუალებით მივდივართ ე.წ. კუნძულებზე და მდინარის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ფეხით მიუდგომელია“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...