ანა ბუჩუკური - ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიაზე საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები... ჩვენმა გუნდმა სადეპუტატო კითხვებით უკვე მივმართეთ მთავრობას
ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიაზე საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები და ჯერ კიდევ არ ვიცით გარდაცვლილთა და დაკარგულ პირთა სრული და საბოლოო სია., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს.
მისი თქმით, ტრაგედიის პირველივე დღიდან “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ტრაგედიას ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის მიზნით იყენებს.
"ახლა ეს კომისიაც იქნება ამ ისტერიის გაგრძელება კიდევ უფრო მწვავე ფორმებში და ვერ უზრუნველყოფს ვერც სიმართლის დადგენას და, რაც მთავარია - ვერც ობიექტურ შეფასებებს.
"ახლა ეს კომისიაც იქნება ამ ისტერიის გაგრძელება კიდევ უფრო მწვავე ფორმებში და ვერ უზრუნველყოფს ვერც სიმართლის დადგენას და, რაც მთავარია - ვერც ობიექტურ შეფასებებს.
ჩვენ ამ პოლიტიკურ ფარსში არასდროს მიგვიღია მონაწილეობა და არც ახლა ვაპირებთ.
გარდა მორალური მხარისა, ეს კომისია ახლა პრაგმატულადაც გაუმართლებელია, რადგან ის ვერ მოემსახურება მთავარს - ასეთი ტრაგედიების თავიდან აცილებას.
ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა სადეპუტატო კითხვებით უკვე მივმართეთ მთავრობას ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებას აქვს. დაველოდებით ადეკვატურ და ამომწურავ პასუხებს, სხვა შემთხვევაში პროცესი გაცილებით მეტ კითხვას გააჩენს და პასუხების გაცემა ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვა ფორმატში მოუწევთ.", - წერს ანა ბუჩუკური.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.