Jump to content
Planeta.Ge

„დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა" - ლაგუნა ვერეს ახალი მფლობელი კომპანიის განცხადება


კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტი”, რომელმაც ლაგუნა ვერე შეისყიდა განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის განცხადებას „ფორმულა“ ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ლაგუნა ვერეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება”.

„დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად. კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს.

ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს”,- ნათქვამია განცხადებაში.

„ქართუ ფონდმა” ლაგუნა ვერე გაყიდა და ახალი მფლობელი შპს ,,ნეო სითი დეველოპმენტია.“

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია „ნეო სითი დეველოპმენტის“  საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს „ნეო სითი დეველოპმენტის“ მესაკუთრე და 100%-იანი წლის მფლობელია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და VI-VIII მოწვეევის პარლამენტის დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია. დირექტორი კი ტარიელ გაბუნიაა.

თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მოედანს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუს“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენება სურდა. პროექტმა საზოგადოების აღშფოთების საგანიც გახდა.

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვეოდა, რომ პროექტის დამკვეთი კომპანია „კოსტავას 69″ იყო, რომლის დირექტორი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუ”.

მიმდინარე წლის 13 მარტს, მერიამ „ლაგუნა ვერესთან“ ფონდ „ქართუს“ ცათამბჯენების პროექტი დაახარვეზა, მერიის ცნობით, კომპანია პროექტისა და დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით ახალ განაცხადს წარადგენდა და ძველს მსვლელობა აღარ მიეცემოდა.




პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...