Jump to content
Planeta.Ge

გაერო-ს წარმომადგენელი ზაპოროჟიეზე თავდასხმაზე - კაცობრიობის სახელით მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები უკრაინაზე


კაცობრიობის სახელით მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები უკრაინაზე, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ჰუმანიტარული კოორდინატორის დენის ბრაუნის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსების მიერ ზაპოროჟიეში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად სასტუმრო Reikartz-ის დაზიანებას ეხმაურება.

"შეძრწუნებული ვარ ახალი ამბებით, რომ სასტუმრო, რომელსაც ხშირად იყენებენ გაერო-ს თანამშრომლები და ჩვენი კოლეგები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ეხმარებიან, დაზიანდა რუსეთის მიერ ზაპოროჟიეში განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ეს ყოვლად დაუშვებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.

გაერო-ს ჰუმანიტარული კოორდინატორის განცხადებით, მშვიდობიან მოქალაქეებზე განურჩეველი თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს არღვევს.

"განურჩეველი თავდასხმების რაოდენობამ, რომლის შედეგადაც ნადგურდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, წარმოუდგენელ დონეს მიაღწია - ეს თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს არღვევს. კაცობრიობის სახელით მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები უკრაინაზე", - აცხადებს დენის ბრაუნი.

ცნობისათვის, 10 აგვისტოს საღამოს რუსული ძალები ზაპოროჟიეს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიღუპა მინიმუმ 1 და დაშავდა 16 ადამიანი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...