თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის ზონაში, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძობენ მუშაობას
საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულები შოვში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. დღეს სამხედროები მეექვსე ლოკაციაზე, კერძოდ, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობენ. სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალები შსს-ს შესაბამისი სამსახურების მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებen. სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე მეტალოდეტექტორები, რაც მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას აიოლებს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.