Jump to content
Planeta.Ge

აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა


აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „შავ ნუსხაში“ შეიყვანა რვა ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი.

როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, ის პირები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა, მხილებული არიან ბელარუსის რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ჩატარებულ რეპრესიებში, ასევე არიან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის თანამონაწილეები და ჩართული არიან ალექსანდრ ლუკაშენკოს გამდიდრებაში.

კერძოდ, „შავ სიაში“ მოხვდნენ ბელარუსის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავია“, ასევე მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა და ბელარუსის მეტალურგიული ქარხანა. ასევე ნუსხაში არის ლუკაშენკოს თვითმფრინავიც.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სიაში არიან ბელარუსის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი დმიტრი კროჩიკი, ასევე ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაახლოებული პირი ალექსეი ალექსინი და მისი ოჯახის წევრები.

ამასთან ერთად, დღესვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებისა და მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვები დააწესა. სულ ამ სიაში არის 101 ადამიანი და ისინი აშშ-ში ჩასვლას ვერ შეძლებენ.

აღნიშნული სანქციები აშშ-ის ადმინისტრაციამ ბელარუსში 2020 წელს გამართული საპროტესტო აქციების მესამე წლისთავზე გამოაცხადა. ცნობისთვის, 2020 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც გამარჯვება ლუკაშენკომ იზეიმა, ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდა. აშშ და ევროკავშირი 2020 წლის არჩევნებს ფალსიფიცირებულად მიიჩნევენ და მათ შედეგებს არ ცნობენ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...