შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ადგილზე, 10-მდე ლოკაციაზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.